რობერტ ფიცო - სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოსტას სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

„ჩვენი მოწოდებაა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ობიექტურად შეფასდეს. სანქციების დაწესებით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის წითელ ხაზს წარმოადგენს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

ასევე, აღინიშნება, რომ ანტონიო კოსტასთან სატელეფონო საუბრისას სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრ ცალკეულ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შეფასებისას არსებული ორმაგი სტანდარტების საკითხს დააყენებს.

რობერტ ფიცოს თქმით, იგი ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას მხარს უჭერს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს