ირაკლი კობახიძე - ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში - ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გამართონ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია.

აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

„ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ჩვენი ეს შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, პირველ რიგში, მათ შორის, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენ ქვეყანაში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელი არის მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია”, - აცხადებს კობახიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა