ირაკლი კობახიძე - 28 ნოემბრის გადაწყვეტილება პრევენციას ემსახურებოდა - რომ არ გაგვეხმოვანებინა შანტაჟის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება, მძიმე მოვლენები, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა, დღეიდან განვითარდებოდა

28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებულიყო პროცესები, ჩვენ რომ არ გაგვეხმოვანებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის მძიმე მოვლენები, რომელიც განვითარდა 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შანტაჟის რესურსი მმართველმა გუნდმა მთლიანად გამოაცალა იმ ძალებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილები.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომლებიც ქართველ ხალხს უჭერენ მხარს. ჩვენ ვსაუბრობდით სცენარზე, რომელიც უკავშირდებოდა ამ საბჭოს სხდომას და შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს სხდომას, 19 დეკემბერს. რეალურად ჩვენ მოვახდინეთ პრევენცია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებულიყო პროცესები, ჩვენ რომ არ გაგვეხმოვანებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის მძიმე მოვლენები, რომელიც განვითარდა 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. თუმცა ჩვენმა გადაწყვეტილებამ ამ ყველაფრის პრევენცია უზრუნველყო. საბოლოო ჯამში, თქვენ ხედავთ, რომ შანტაჟის რესურსი მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილები და ეს არის ის სურათი, რაც მივიღეთ საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

შანტაჟი იყო მოაზრებული ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო გუშინდელი სხდომა, უნდა ყოფილიყო 19 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომა. თუმცა ნახეთ, რომ პრევენციამ სწორად იმუშავა და ვერ განვითარდა ამ საბჭოს შემდეგ პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.

როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომლის მიხედვითაც, ქართველი ხალხის მაგივრად, ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას, ეს არ არის სწორი ნაბიჯი, ეს არის მორიგი ანტიქართული ნაბიჯი, თუმცა ამით ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააზიანებს. საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი - რამენაირად დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირაა მათი ინტერესები ქართველი ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში. ეს თავდასხმები, რომელსაც ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით