ირაკლი კობახიძე - ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე, რაც ადასტურებს, რომ ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია

ზოგიერთ შემთხვევაში ერთსა და იმავე ადამიანს ატარებენ სხვადასხვა პროფესიული ნიშნით გამართულ აქციებზე და ასეთი ფაქტები მხოლოდ დამატებით დასტურია იმისა, რომ ასეთი პერფორმანსები თავიდან ბოლომდე პარტიულად მართულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ე.წ პერფორმანსები სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციის აქციებია.

„ეს არ არის ახალი ხილი. ზუსტად იგივე სცენარი ვითარდებოდა უკრაინული „მაიდნის“ და სხვა რევოლუციური პროცესების დროს. ეს არის ერთგვარი შაბლონები, რომლებითაც მუშაობენ კონკრეტული გარე ძალები და ამ შემთხვევაში ეს შაბლონი მისცეს ქართულ რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა იმდენად გაცვეთილია ყველა ეს ინსტრუმენტი, რომ შეუძლებელია, რაიმე ეფექტი ამ ყველაფერმა მოიტანოს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში არის რადიკალური ოპოზიცია, „რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რამენაირად დააზიანოს ამ ქვეყნის ინტერესები“.

ჟურნალისტის კითხვაზე, „თუ რატომ ესხმიან ოპონენტები თავს იმ ქვეყნებს, რომელთაც დაბლოკეს გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპონენტებს აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს.

„შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირ არის მათი ინტერესები წინააღმდეგობაში ქართველი ხალხის ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმები, რასაც ჩვენ ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა