ირაკლი კობახიძე - ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს - არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს, მე მაინც მგონია, რომ გამოვა

ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს, თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს - არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, 29 დეკემბერს თანამდებობის დატოვება მოუწევს და მას არჩეული პრეზიდენტი ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.

კობახიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოვა.

„რეალურად, კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა. უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. მე-7 წელია, რაც ის პრეზიდენტის თანამდებობაზეა და ასეთ დროს რომ თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აცხადებს, არ ვიცი... ერთ ქვეყანაში არ შეიძლება 3 დე-ფაქტო პრეზიდენტი გვყავდეს. თავს უთანაბრებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს. უბრალოდ, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კაია კალასის განცხადებამ მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. არ მგონია, რაიმე გართულებები მოჰყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე მგონი, გამოვა, მე მაინც მგონია, რომ გამოვა. არავითარი გართულება არ არის მოსალოდნელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო