ირაკლი კობახიძე - როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო, ეროვნული ბანკი ახერხებს არსებითი ინტერვენციების გარეშე ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას

როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმაც გამყარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში უმნიშვნელო ინტერვენცია გახდა საჭირო.

„ეროვნული ბანკი ახერხებს რაიმე არსებითი ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკს ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს“.

მან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შემცირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ წლის პირველ ნახევარში იყო ძალიან კარგი მაჩვენებლები და მესამე კვარტალი იყო სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად ინვესტიციების შემცირებას მთავრობის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ ჰქონია.

„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც წლის განმავლობაში ერთი კვარტალი შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე სხვა კვარტალი. მთლიანობაში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ტენდენციები. პირველი ათი თვის ჭრილში წელს გვაქვს ზუსტად 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, მთელი მთავრობა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ არათუ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები. რადიკალური ოპოზიციის ერთადერთ მიზანი იყო, რომ მოკლევადიანი ეკონომიკური პრობლემა მაინც შეექმნათ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ ხელისუფლება ვერ გადაატრიალეს, თუმცა მოკლევადიანი პრობლემები შექმნეს. როდესაც ომის იმიტაციას ხედავს უცხოელი საქართველოში, მცირდება მისი მოტივაცია, რომ ესტუმროს ჩვენს ქვეყანას ან ჩადოს ინვესტიციები. თუმცა, ეს არის მოკლევადიანი. იგივე ხდებოდა ლარის კურსთან დაკავშირებით, როდესაც იყო ეს ვითარება, ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა როგორც კი დასტაბილურდა ვითარება, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმაც დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს ამ საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ყველაფერი დასტაბილურდება. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით