ირაკლი კობახიძე - დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია ქალად გადაკეთდეს - თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და შევცვლით ყველაფერს

დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია ქალად გადაკეთდეს - ვიღაცას, მაგალითად საჯარო მოხელეებს, აუკრძალონ ტერმინების, ქალის და კაცის გამოყენება, ეს ნორმალურია? ჯანსაღია? თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და შევცვლით ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მზადაა თუ არა ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ან ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონებთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, თუ აღნიშნული კანონების თაობაზე დიალოგი საჭიროა, „ქართული ოცნება“ მზადაა.

„თუ დიალოგი არის საჭირო, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან თუ უცხოელ პოლიტიკოსებთან. გვჭირდება ამ კანონების განხილვა. ამას ვითხოვდით. „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ელჩებს ვთხოვეთ, საზოგადოების წარმომადგენლებს, ყველას ვთხოვეთ, დავმსხდარიყავით, გაგვერჩია კანონი, რა ჰქონდა ცუდი გამჭვირვალობის შესახებ კანონს. ყველა გაექცა ამ დისკუსიას, რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იცოდნენ ამ კანონთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც წერია ამ კანონში, ის არის, რომ წელიწადში ერთხელ „ენჯეომ“ უნდა წარადგინოს ფინანსური დეკლარაცია. აქ რატომ გაურბოდნენ საჯარო დისკუსიას? - შეუძლებელია დაამტკიცო, რომ ეს არის ცუდი. მაგრამ დაარქვეს „რუსული კანონი“, ორი სიტყვით მანიპულირებდნენ და ამიტომ გაექცნენ საჯარო დისკუსიას.

რაც შეეხება მეორე კანონს, რომელიც მიმართულია ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ - დაგვიმტკიცონ, კარგია თუ არა, რომ კაცი მიდის სამოქალაქო რეესტრში და უცბად შეუძლია ქალად გადაკეთდეს. თუ ეს კარგია, დაგვიმტკიცონ, მზად ვართ, საჯარო დისკუსიისთვის. ან ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას, მაგალითად საჯარო მოხელეებს, როგორც ეს ბლინკენის ადმინისტრაციაში იყო, აუკრძალონ ტერმინების - ქალის, კაცის გამოყენება. ეს ნორმალურია? ჯანსაღია? თუ ეს ჯანსაღია, დაგვიმტკიცონ და შევცვლით ყველაფერს, მაგრამ ჯერ დისკუსია, დაგვიმტკიცონ და შემდეგ ვისაუბროთ რაიმეს ცვლილებაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა