ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა

ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავს პერფორმანსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვერანაირი გავლენა ვერ ექნება.

„ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ ევროპარლამენტის სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის მიწვევას აპირებენ, სადაც პატარა პერფორმანსი უნდა მოხდეს - მას ფეხზე უნდა წამოუდგნენ, როგორც ზელენსკის და ოვაციებით უნდა დაასრულოს თავისი გამოსვლა.

მარტივი პერფორმანსებით ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ კონკრეტული ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ასეთ მარტივ პერფორმანსებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ევროპული მომავლის გზაზე, საქართველოს გვერდით დგას.

„ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა