ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა მოეთხოვებათ

იურისტ ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საჯარო სამსახურებში დეპარტამენტის უფროსებსა და მათ მოადგილეებს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა, არამედ არც საქართველოს მოქალაქეობა მოეთხოვებათ.

სიმონიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილება რეალურად იმაზე მეტად მავნებლურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა, რადგან პირველადი სტეუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე უგულვებელყოფს როგორც სახელმწიფო ენის ცოდნის, ასევე საქართველოს მოქალაქეობის ქონის პრინციპსაც.

„საქმე ისაა, რომ ეს პირები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულად ჩაითვლებიან და მათზე არ გავრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, რომელიც ადგენს შემდეგ მოთხოვნებს: საქართველოს მოქალაქეობა; ქმედუნარიანობა; სახელმწიფო ენის ცოდნა; სრულწლოვანება; მოხელის სერტიფიკატი.

ეს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზეა დამოკიდებული, დაასაქმებს თუ არა საქართველოს მოქალაქეს, სახელმწიფო ენის მცოდნეს თუ ა.შ.

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, სპეციალურად ქნეს ეს თუ გაეპარათ („ქოცებს“ ვერაფერს დავუფიცავ), თუმცა ფაქტია, საჯარო სამსახურში შუალედურ მენეჯერულ რგოლში შეიძლება მივიღოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა“, - წერს სიმონიშვილის “ფეისბუქის“ გვერდზე.

“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ“ გასულ კვირას დაჩქარებული წესით განიხილა და სამივე მოსმენით მიიღო.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა