კახა კალაძე - კიდევ ერთხელ ვიმეორებ: - დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და დღესვე ვაწერთ ხელს! არანაირი პრობლემა არ არის - ჩვენ მზად ვართ!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: - დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და დღესვე ვაწერთ ხელს! არანაირი პრობლემა არ არის - ჩვენ მზად ვართ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის თქმით, „როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარა, იგივე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა -არ გახსნასთან დაკავშირებით ხდებოდა“.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროინტეგრაციის გზა პირდაპირ კონსტიტუციაში ჩავწერეთ - ეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა.

შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ მას თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ.

ამ გზაზე ხდება შანტაჟი. მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემით, მაშინ როდესაც ყველა კრიტერიუმით და მათივე შეფასებებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გვექცევიან უსამართლოდ. ეს ძალიან მძიმეა - ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს და ზოგადად, იმ ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.

შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხი - შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყოველთვის რაღაც ახალი მექანიზმების მოგონება, რათა ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა