არჩილ გორდულაძე - როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს - ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის

როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს - ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

„ჯერ ხომ უსაფუძვლოა აღნიშნული გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, საერთოდ, დაუსაბუთებელი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება ე.წ. ლურჯი პასპორტით ადამიანს შესვლა არ შეეძლოს, სამაგიეროდ, წითელი პასპორტით შეეძლოს. ტექნიკურ დონეზეც კი გაურკვეველია, რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული. თან, მით უმეტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და ტექნიკურ დონეზეც შეუძლებელია, რომ ახლა ვიმსჯელოთ რანაირად იქნება, რა შეზღუდვასთან გვექნება საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით, როდესაც დიპლომატებზე გვაქვს საუბარი და დიპლომატებისთვის პასპორტის გამოყენების აკრძალვა საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არანაირ წესში და იმ მართლწესრიგში, რომლითაც სხვადასხვა სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უსაფუძვლო გადაწყვეტილებები ხდება საფუძველი ჩვენს ქვეყანაში, სკეპტიკური დამოკიდებულებები გაჩნდეს ევროპისადმი და ევროკავშირისადმი. ეს ჩვენ არ გვინდა, მაგრამ სამწუხაროდ, ისეც და ისევ გარკვეული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებები სწორედ ამისკენ უბიძგებს ქართველ ხალხს“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა