ლევან ბეჟაშვილი - აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, მთავრობას მოუწევს დასანქცირება და ეს იქნება ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისათვის სათანადოდ აფასებენ. ამის დასტურია ევროკავშირის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით! - ამის შესახებ “ერთიანობა - “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ამზადებს ფინანსურ სანქციებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მისი კარის ბიზნესმენებსა და მთავრობის წევრებს შეეხება.

“ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის წევრების, მთავრობის წევრების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დიპლომატიური პასპორტებით და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ, სანქცირება მოხდეს. ასევე აშშ ამზადებს სანქციების პაკეტს, რომელიც ფინანსურ საკითხებს შეეხება. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მათი კარის ბიზნესმენებს, ასევე მთავრობის წევრებს, ყველას მოუწევს სათანადო სანქცირება და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება, რომ დასავლეთი, ევროპა, აშშ -ი ქართველი ხალხის გვერდით დგას და სოლიდარობას უცხადებენ მათ ბრძოლაში,” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს