ლანა გალდავა - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგება

„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს.

მისივე თქმით, ცვლილებებით უფლებამოსილება უფართოვდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს.

„საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარეს მდგარი ქართველი ხალხის ჯანსაღი პროტესტით გაბრაზებულმა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, სასწრაფო წესით, ცვლილებები შეიტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, რომელიც დიდწილად ეხება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

სიმბოლურია, რომ მშვიდობიანი აქციების მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის კვლავ გამოიყენეს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ბევრად უფრო გაუარესდა, ვიდრე თავდაპირველი ვერსია იყო და დიდწილად გადაიქცა სადამსჯელო მექანიზმად, განსაკუთრებით კი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ.

ახალი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებას - შეკრების თავისუფლებას, მისი სულისკვეთება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი, დისკრიმინაციული და არაპროპორციულად შემზღუდველი.

ზემოაღნიშნული ცვლილებებით უფლებამოსილება უფართოვდება ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს, როგორც დაკავების, პირადი შემოწმების, საბუთების და ნივთების შემოწმება-ჩამორთმევის, სასამართლოში ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის, შეკრების ორგანიზატორად პირის განსაზღვრის და ამ ქმედებებისთვის, ისევე, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის და ჯარიმის შეფარდება, ჯარიმის ოდენობები და სხვა თანმდევი მუხლები არის ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი, პოლიტიკურად სადამსჯელო ხასიათის მატარებელი და შესაბამისად, არადემოკრატიული.

და ბოლოს, როცა ხელისუფლებას შევცვლით, განვთავისუფლდებით საბჭოთა ნარჩენებისგან, მათ შორის ამ კოდექსისგანაც, მივიღებთ ახალ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ და ვერავინ შეძლებს ამ ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების - შეკრების თავისუფლების არაკანონიერად შეზღუდვას“, - განაცხადა გალდავამ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა