კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის იმ მარგინალური დაჯგუფების, რადიკალების წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაშია - ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტია და მალე დაამთავრებს უფლებამოსილებას

სალომე ზურაბიშვილი არის იმ მარგინალური დაჯგუფების, რადიკალების წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაშია. ის იმართება გარედან - ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტია და მალე დაამთავრებს უფლებამოსილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ორ პარასკევზე ცოტა ნაკლები. ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ესეც არის იმ მარგინალური დაჯგუფების, რადიკალების წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაშია. ის იმართება გარედან, ის არ ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას, არ ეკუთვნის საკუთარ ოჯახს, არ ეკუთვნის ჩვენს ხალხს, ის მთლიანად არის გარედან მართული, ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტია და მალე დაამთავრებს უფლებამოსილებას, რომელიც 29 დეკემბერს ოფიციალურად ამოიწურება“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის მტკიცებით, საქართველოს მოსახლეობას რამდენჯერმე აქვს ნანახი სალომე ზურაბიშვილის „ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები“.

სალომე ზურაბიშვილს ორ პარასკევზე ნაკლები აქვს დარჩენილი. მაქსიმალურად ეცდებიან [ზოგიერთი ევროპარლამენტარი], რომ რაიმე კიდევ ბოროტება ჩაადენინონ ამ ადამიანს [სალომე ზურაბიშვილს]. თუმცა არაფერი საგანგაშო არ არის, ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი. ჩვენ გვინახავს, ამ ადამიანის [სალომე ზურაბიშვილის] ქმედებები, რომელიც არის ანტისახელმწიფოებრივი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ალბათ, იმავეს გააკეთებინებენ, რაღაცას ახალს“, - აღნიშნა კალაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა