კახა კალაძე - ფარისევლურია მათი განცხადებები: „აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ ეს არის სიტყვების ბრახა-ბრუხი! - პირველი დასავლეთია, ვინც საქართველოში არეულობისა და დაპირისპირების მოწყობას ცდილობს

ფარისევლურია მათი განცხადებები: „აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ!“ ეს არის სიტყვების ბრახა-ბრუხი! - პირველი დასავლეთია, ვინც საქართველოში არეულობისა და დაპირისპირების მოწყობას ცდილობს, ვინც რადიკალურ დაჯგუფებებსა და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს აფინანსებს! - ეს განცხადება მედიასთან პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძის თქმით, ყველაფერი, რასაც რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ვხედავდით, გარედან იყო მართული.

კალაძე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არჩევნებში “ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის გამოწვევის შესაძლებლობას არავის მისცემს.

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ “ქართული ოცნება“ აირჩია და 41 ნომერი შემოხაზა. რატომ? - იმიტომ, რომ “ქართული ოცნება“ არის ქართული ხელისუფლება, ის გუნდი, ვინც ქვეყნის ინტერესს იცავს და არ აძლევს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მარგინალებს საშუალებას, ქვეყანა თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის გამოიყენონ და ისეთივე ვითარება მოაწყონ, როგორიც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ხედავთ, რა მდგომარეობაა უკრაინაში - ალბათ ტრამპის განცხადებებიც მოისმინეთ უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა. ამიტომ ეს განცხადებები, რომ აი, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, ფარისევლურია!“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა