Reuters - მოსკოვში გენერლის ლიკვიდაციის უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი გენერლის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელიც უკრაინამ უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, წყარომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან მათთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსი გენერლის ლიკვიდაციის უკან, რომელიც რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი იყო, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას.

წყაროს თქმით, სკუტერი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო განთავსებული მაშინ აფეთქდა, როცა კირილოვი და მისი თანაშემწე რიაზანსკის გამზირზე მდებარე სახლის შესასვლელში შევიდნენ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში, რიაზანის გამზირზე აფეთქება მოხდა, რის შედეგედაც რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელი, იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე დაიღუპნენ.

გუშინ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვი დაუსწრებლად ცნო სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილად. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადად გასცა ბრძანება უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

„ჩინოვნიკი პასუხისმგებელია რაშისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე თავდაცვის ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის მასიურ გამოყენებაზე. კირილოვის ბრძანებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მოწინააღმდეგის მიერ ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენების 4,8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა