სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს

სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.

მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებიც ჩამოთვალეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

მსვლელობაში მონაწილეობას ცნობილი მზარეულები, აქტივისტები და მოქალაქეები იღებენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით - „არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და სამართალდამცავების მიერ ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.

პროტესტის მონაწილეები, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა