ხატია დეკანოიძე - პოლიცია არის „ბანდერლოგებთან“ ერთად კოორდინაციაში, ჩემთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში, ბევრ ქვეყანაში ვმუშაობდი იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსი პატრულის სისტემა შექმნილიყო

ყველა ნაწამები, რეჟიმის მიერ დაკავებული ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ეს არის რეჟიმი. მათ შორის პოლიციაც, რომელიც „ბანდერლოგებთან“ ერთად არის კოორდინაციაში. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნული განცხადება ხატია დეკანოიძემ შსს-სთან გააკეთა, სადაც ახალგაზრდებმა აქცია გამართეს სლოგანით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

„პოლიცია არის „ბანდერლოგებთან“ ერთად კოორდინაციაში. ჩემთვის ეს არის განსაკუთრებით მტკივნეული იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, მე ვმუშაობდი ძალიან ბევრ ქვეყანაში იმისთვის, რომ საქართველოს მსგავსი პატრულის სისტემა შექმნილიყო, რომელიც იყო ნამდვილად ხალხის სამსახურში, რაღაც დრომდე. ახლა, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიცია უბრალოდ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და იმ ახალი ცვლილებებით, რომელიც შევიდა „პოლიციის შესახებ კანონში“, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პოლიციის უფლებრივი დიაპაზონი არის განუსაზღვრელად რეპრესიული. ყველა ადამიანის, არათუ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, არამედ გადაადგილების თავისუფლება არის შეზღუდული, პოლიციას შეუძლია გააჩეროს ყველა ჩვენგანი და დააკავოს იმიტომ, რომ რაღაც არ მოეწონა. გარდა იმ სასტიკი ისტორიებისა, ნაწამები ადამიანებისა, მე შემზარა ისტორიამ, ადამიანს დედა გარდაეცვალა იმიტომ, რომ მას არ მისცეს საშუალება დაერეკა ვინმესთან და დედა მარტო იყო ჩავარდნილი. ახალგაზრდებთან, ახლა, მოვედი, როგორც რიგითი ადამიანი. ჩემი ემოცია დღესა არის ის, რომ ჩვენი ახალგაზრდების წამებას რეჟიმი მხოლოდ იმიტომ ახორციელებს, რომ ახალგაზრდებს უნდათ ის საქართველო, რომელიც არის ჩვენი ეროვნული მისია წლების განმავლობაში. ამიტომ, თავისუფლება ყველა დაკავებულს და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები, რომელიც ამ უმძიმესი კრიზისიდან უმნიშვნელოვანესი გამოსავალია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა