მამუკა მდინარაძე - ცდილობენ ე.წ. კარწინკის დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ, ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის უადგილო დროს 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს

ცდილობენ, ე.წ. კარწინკის დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ, ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის უადგილო დროს 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს - ეს სცენა უნდა დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში ეს რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს ქართული პოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, რას იტყვის „ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი, მნიშვნელობა არც მათთვის აქვს, ვინც ის მიიწვია“.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ექსპრეზიდენტი რას იტყვის. ეს სიტყვა ჩემი გამოგონილი, ექსკლუზივი არაა. მათ გააკეთეს განცხადება, რომ მათ ექს პრეზიდენტი მიიწვიეს. ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არც მათთვის აქვს, ვინც მიიწვია. ახლა ცდილობენ, ე.წ. კარწინკის დადგმას, როგორ წამოდგება კენჭისყრის წინ, ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის უადგილო დროს 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს. ეს სცენა უნდა დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში ეს რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს ქართული პოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ევროპული მომავლის გზაზე, საქართველოს გვერდით დგას.

„ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო. ევროპული მომავლისკენ გზაზე საქართველოს გვერდით ვდგავართ და ჩვენი კარი ყოველთვის ღია იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა