რატი იონათამიშვილი - გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის

გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის, ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილისმომგვრელი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებებმა „რადიკალური ოპოზიციის სასოწარკვეთილება და ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაამძაფრა“, ვინაიდან ის გადაწყვეტილებები, რისი ძალიან დიდი მოლოდინი და სურვილი ჰქონდათ რომ დამდგარიყო, როგორც ჩანს, განხილვაშიც არ ყოფილა.

„რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვას - ეს ეხება მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებს და არა კონკრეტულ პირებს და თუ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, საერთოდ არაფერს ცვლის. ამიტომ ძალიან გაუგებარი და ღიმილისმომგვრელი იქნება. რაც მთავარია ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანობა იმარჯვებს ყველა შემთხვევაში და ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარდამჭერი პოზიციების მქონე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს დინამიკა კიდევ უფრო პოზიტიური იქნება," - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს