ეკა გიგაური - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დასწრება სასამართლო პროცესზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ხალხის ბრძოლას და ხედავენ დარღვევებს - ამიტომ მოხდა მოსამართლეების და მაღალჩინოსნების დასანქცირება

ევროკავშირის და 5 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაშავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლო დატოვეს.

მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებით, დასავლელი პარტნიორებისთვის აშკარაა, თუ როგორ ეპყრობიან დაკავებულ პირებს.

„ის ფაქტი, რომ ისინი მოვიდნენ და მთლიანად პროცესს დაესწრნენ, იმაზე მიუთითებს, რომ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას, საქართველოს მოქალაქეებს და ხედავენ იმ დარღვევებს, რომელსაც ადგილი აქვს როგორც დაკავების, ასევე შემდგომ პერიოდში. მათთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ირღვევა დაკავებულების უფლებები, როგორი ნაცემები არიან, მათი წამება მიმდინარეობს. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს ძალიან აშკარაა, ზუსტად ამიტომ მოხდა კონკრეტული მოსამართლეების და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დასანქცირება. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებიც უსირცხვილოდ იტყუებიან, ესენი ცრუ მოწმეები არიან, ისინი კანონს არღვევენ, ეს ძალიან აშკარაა მოსამართლისთვისაც, რომელიც დასანქცირებულია. წარმოუდგენელია, როგორ იტყუებიან ეს ადამიანები და ჰგონიათ, რომ მათ ამას არავინ მოჰკითხავს. ასე ნამდვილად არ იქნება, ყველა იმ ადამიანს მოეკითხება, რომელიც ჩართულია ამ ახალგაზრდების ცემაში და ძალადობაში. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვუთხრა, იყო დრო, როცა საპატრიარქოს შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე დიდი ნდობა ჰქონდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. მეგობრებო, ამ ყველაფერს გაემიჯნეთ, დარწმუნებული ვარ, პოლიციაშიც არიან წესიერი ადამიანები",- განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის და შვედეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, დანიისა და ბრიტანეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 3 საათზე მეტი ხანი ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე