შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო მოუწოდებს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას განხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც შშმ პირთა უფლებათა ჭრილში, ისე მეინსტრიმ.

„ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრები, საბჭოს დებულების შესაბამისად მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას განხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც შშმ პირთა უფლებათა ჭრილში, ისე მეინსტრიმ. აღსანიშნავია, რომ ყველა საკითხი რაც ქვეყანაში ქმნის კრიზისულ მდგომარეობას, არათანაბრად მწვავედ აისახება შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ამავე საბჭოს დებულების თანახმად, მოწვეულმა წევრებმა მოვითხოვეთ სხდომის ჩანიშვნა ომბუდსმენთან, რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი. სხდომის პროცესში გვსურდა დღის - წესრიგში იმგვარი საკითხების ასახვა, რომლებიც პირდაპირ გამოკვეთენ შშმ პირთა უფლებების სავარაუდო დარღვევას.

კერძოდ, მედიაში გავრცელებული შშმ პირებისთვის პირადობების წართმევის ფაქტი;

შშმ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან;

შშმ პირთა ხმის ფარულობის დარღვევა;

დემონსტრანტი შშმ პირებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტები პოლიციის მხრიდან და დემონსტრანტი შშმ პირებისთვის თანაბრად უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებული გამოწვევები.

თუმცა ამაწლის 16 დეკემბერს მივიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომლის თანახმად, შეხვედრა გადაიდო იანვრის პირველ ნახევარისთვის, იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე შეხვედრის დაორგანიზება სირთულეს წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ ხსენებული საკონსულტაციო მექანიზმის არასერიოზულად აღქმაზე. მოგეხსენებათ, ეს საკონსულტაციო მექანიზმი სწორედაც რომ უნდა განიხილავდეს და აიდენტიფიცირებდეს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული კრიზისული ვითარების პირობებში.

ამდენად, მოვითხოვთ საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს სწორად გაიაზროს თავისი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები მექანიზმის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ანა სიხაშვილი; ესმა გუმბერიძე; ნათია გოგოლაშვილი; კობა ნადირაძე; გიორგი ხიზანიშვილი; ეკა გაბადაძე; რუსუდან მღებრიშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე