ტიერი მარიანი ევროპარლამენტს - საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას - თბილისის ქუჩებში თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს

საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას. საქართველო დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი მცოცავი აჯანყების თეატრი გახდა, რომელიც ორკესტრირებულია საზღვარგარეთიდან საქართველოს კანონიერი ძალაუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც ევროკავშირის მიერ „წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.

„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს, რომლებიც უდავოდ ისწრაფვიან ესკალაციისა და "მაიდანის" სტილის პროვოკაციებისკენ. თუმცა საქართველო და მისი ინსტიტუტები მტკიცედ დგანან, ისინი წინააღმდეგობას უწევენ ძალადობას. ვინც არჩევნები წააგო, ახლა თქვენი მხარდაჭერით ცდილობს ძალაუფლების ძალით ხელში ჩაგდებას. „ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღიარა და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონმდებლობის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, არც საქართველოში და არც რუმინეთში, აღარ სურს, სუვერენიტეტი წაართვან. ევროკავშირი აცხადებს, რომ დემოკრატიის და კეთილდღეობის გარანტია, მაგრამ ის საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების წახალისებას ახდენს. ეს ამ ქვეყნის ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს ქმნის“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე