იტალიელი ევროპარლამენტარი - საქართველოზე კომენტარი რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ  არ  ვიღებთ რეზოლუციას ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელების ხოცვაზე - არ გვინდა აღიარება, რომ ქართველები ხმას იმის მიხედვით არ აძლევენ, რა სურთ კალასსა და ფონ დერ ლაიენს

საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს, - ამის შესახებ იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვეშვებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს. დროს ვკარგავთ, მაგრამ რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ხმას თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე აძლევენ და არა იმის, რაც კალასსა და ფონ დერ ლაიენს სურთ“, - განაცხადა დანილო დელა ვალემ.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები მთელ ევროპაში მიმდინარეობს, სადაც ახალგაზრდები ქუჩებში გამოდიან და მეტ უფლებებსა და პალესტინელი ხალხის უფლებების დაცვას ითხოვენ.

„ევროკავშირი ორიენტირებულია საქართველოზე, ახლახან არჩეული მთავრობა სხვა ინტერესებს ატარებს და ვინც ნატო-ზე ზრუნავს ამას აპროტესტებს. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და არა სხვებზე ზეწოლასა და მუქარას“, - აღნიშნა იტალიელმა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა