ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს

ტურიზმის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

მათივე თქმით, თბილისის ცენტრალურ რაიონებში აბსოლუტურად ცარიელია სასტუმროები.

„დღეს, ჩვენ მეორე აქციას ვმართავთ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს პირველი აქცია 4 დეკემბერს გვქონდა. აქ არიან ადამიანები, რომლებიც გაერთიანა საერთო პრობლემამ - კრიზისმა, რომელიც ავტომატურად სფეროზე მოქმედებს. ტურიზმის სფერო, რომელიც ამდენი წელია ქვეყნის დასაპოზიციონებლად საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობს. ეს ადამიანები არიან გიდები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალური ძალისხმევა ქვეყნის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჩადონ. 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს