ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშში ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე და იმეორებს „სერიოზულ შეშფოთებას“ მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით

ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე, ამავდროულად იმეორებს შეშფოთებას მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით.

ანგარიშიში საბჭო წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების - შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე, გამო და მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.

“ევროპული საბჭოს ბოლო დასკვნების ფონზე, [ევროკავშირის] საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე.

ამავდროულად, ის [ევროკავშირის საბჭო] იმეორებს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კურსთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონზე, ისევე, როგორც სხვა კანონპროექტებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის საყრდენ ღირებულებებსა და პრინციპებს და რომლებიც უკუსვლას წარმოადგენს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრულ ნაბიჯებში.

[ევროკავშირის] საბჭო იხსენებს, რომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ ქმედებების მსგავსი კურსი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ გზას, რამაც გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო გაჩერება გამოიწვია.

[ევროკავშირის] საბჭო დამწუხრებულია საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე.

საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობას.

საქართველოს ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და ძალის გამოყენებისგან შეიკავონ თავი. ძალადობის ყველა აქტი უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ”, - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო