რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - საპროტესტო აქციას მსვლელობით საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები და ისტორიკოსები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

მოქალაქეები უკვე მე-20 დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.

პარალელურად, რამდენიმე დღეა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის რამდენიმე წერტილიდან საპროტესტო მარშს მართავენ. დღესაც, დღის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით რამდენიმე მარში მოეწყო - იყო სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა.

ასევე დღევანდელ აქციას შეუერთდნენ აქციის ის მონაწილეები, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან იყვნენ შეკრებულები ლოზუნგით - „დასავლური განათლებით ევროპისკენ!“. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც განათლება დასავლურ ქვეყნებში მიიღეს ან სურთ, რომ დასავლეთში განაგრძონ სწავლა.

გარდა ამისა, აქციას შეუერთდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლექტორები და ისტორიკოსები.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა