კახა კოჟორიძე - ვეფხია კასრაძემ შიმშილობა დაიწყო, მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს

შიმშილობა დაიწყო ვეფხია კასრაძემ, ციხეში შევხვდი. მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს, - ამის შესახებ იურისტი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც კოჟორიძე წერს, კასრაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

“ვეფხიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. პროცესზე პროკურორს ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. პასუხი არ არის! მერე კიდევ ვკითხე: ვეფხიას მიერ ,,დაორგანიზებულ" ქმედებას რა კანონსაწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა? პასუხი ისევ არ არის. შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!

პროკურორმა თქვა, მტკიცებულებას გაანადგურებს და მაგიტომ უნდა იყოს პატიმრობაშიო. საქმეში მტკიცებულება არ დევს და რა უნდა გაანადგუროს??? ან როგორ უნდა გაანადგუროს?

მიიმალებაო... კაცი არის ვეტერანი, ამ ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი. 5 შვილის მამა. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ერგნეთში. სხვაგანაც აქვს სახლი, მაგრამ იქ ცხოვრობს, საიდანაც ადამიანებს იტაცებენ. მამისეული ფუძე უყვარს, სახლს და სოფელს იცავს, შვილების უსაფრთხოებასაც კი რისკავს და ამ კაცზე ამბობენ, გამოძიებას დაემალებაო - 30 წელია მტრის ტყვიას და ტანკს არ დამალვია!!!

ფსიქოლოგიურად მხნედ არის, მაგრამ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. თავად ამაზე ლაპარაკი არ უნდა, არც პროცესზე უთქვამს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები მეუბნებიან, აქვს სიმსივნე.

ხო და, არ შეიძლება ეს კაცი ციხეში იჯდეს! თავისუფლება მას და ყველა უკანონო პატიმარს!” - წერს კოჟორიძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის