გიორგი ვაშაძე - მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და მოძალადე სისტემაში დარჩენას თავის ხალხთან ერთად დგომა არჩია

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და მოძალადე სისტემაში დარჩენას თავის ხალხთან ერთად დგომა არჩია, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სისტემაში ბევრი ადამიანია, ვინც მზად არის, მსგავსი ნაბიჯი გადადგას.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრინციპულ ადამიანს, გიორგი გოგინაშვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და მოძალადე სისტემაში დარჩენას თავის ხალხთან ერთად დგომა არჩია.

დარწმუნებული ვართ, რომ სისტემაში ბევრი ადამიანია, ვინც მზად არის მსგავსი ნაბიჯი გადადგას. გიორგის გამბედაობა სამაგალითოა, რომელმაც უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების მიმართ სადამსჯელო იარაღად ქცეული პოლიციის სისტემაში სამსახურზე.

ივანიშვილის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ ამ ადამიანებს ვერ დააშინებენ და ვერ გატეხენ, რადგან ჩვენი მთავარი ძალა ერთიანობაში და სიმართლეშია.

უკან დახევა დაუშვებელია. ვიბრძვით საქართველოს გამარჯვებამდე!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პოლიციელი გიორგი გოგინაშვილი აცხადებს, რომ შსს-სთვის გათავისუფლების თაობაზე მიმართვის შემდეგ გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

“გამოვედი, მშვიდობაა. ჩემს გათავისუფლებაზე მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია, აქედან გამომდინარე, კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო, ეს იყო მთავარი მიზეზი.

გენ. ინსპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი, როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი, ვნახოთ რა იქნება...

მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან, რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს“, - წერს გოგინაშვილი სოციალურ ქსელში.

მანამდე, 3 დეკემბერს, გიორგი გოგინაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შს მინისტრს სამსახურიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

„30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან“, - წერდა გოგინაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა