იტალიის საგარეო უწყება - იტალიამ კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა

იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს.

შესაბამისად, განცხადების თანახმად, ირალია შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე - შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება.

განცხადებაში იტალია კვლავ იმეორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერის შესახებ გზავნილს.

"საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობის უმკაცრესად დაგმობა გაიმეორა, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე (რაც წევრ სახელმწიფოებში კონსენსუსის ნაკლებობის გამო დაიბლოკა).

ჩვენი ქვეყანა, ასევე, შეუერთდა კონსენსუსს ინიციატივაზე, შეჩერებულ იქნას დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება, რაც მიღებულ იქნა.

საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარეს უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ბოლო დროის გადაწყვეტილებები, რომელთაც მისი ევროპული გზა შეაჩერეს, შეიძლება გადაიხედოს", - ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას - უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც "ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე". მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა "უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა".

„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.

„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო