გიორგი ვაშაძე - იდენტიფიცირებული გვყავს დამნაშავე, ნივთმტკიცებაც ამოღებულია, რითაც თავს დამესხა - საათ-ნახევარია, ველოდები პოლიციას და არ მოდის, თქვენ მოდით ჩემთანო, სად უნდა მივიდე, რა აზრი აქვს?

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავდასხმის ფაქტის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პოლიცია გამოიძახა.

მისი თქმით, უკვე საათ-ნახევარია, რაც სამართალდამცველებს მიმართა, თუმცა მათგან მოისმინა, რომ თავად უნდა გამოცხადდეს განყოფილებაში და მომხდარ ფაქტზე შეიტანოს საჩივარი.

“იდენტიფიცირებული გვყავს დამნაშავე, სახელი, გვარიც ვიცით, მისამართიც ვიცით უკვე, აგერ ხალხის ჩართულობით ყველაფერი არის იდენტიფიცირებული, ვიდეოზეც დაფიქსირებულია, ნივთმტკიცებაც ამოღებულია, რითაც თავს დამესხა… ახლა საზოგადოებას ვეკითხები - აზრი აქვს ჩემს მისვლას პოლიციაში? კარგი, სამართალი არ არის, კანონი არ არის, ყველაფერი არის აღრიცხული პირდაპირ ეთერში, პოლიცია არ მოდის. საათ-ნახევარია, აქ ველოდები პოლიციას და არ მოდის - არ მოვალთ და თქვენ მოდით ჩემთანო. სად უნდა მოვიდე, რა აზრი აქვს, რომ მოვიდე”, - განაცხადა ვაშაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა