ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი - უკრაინის წინააღმდეგ ომში ასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა

რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ასეული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა, - ინფორმაციას The Guardian-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი უახლესი შეფასებით, მსხვერპლი, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ განიცადა, რამდენიმე ასეულს შეადგენს, ეს მოიცავს ყველას - დაწყებული მსუბუქად დაშავებულებიდან დამთავრებული დაღუპულებით“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

მისი თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ყველა რანგის ჯარისკაცია.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ და შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს იმ მსხვერპლს, რასაც ისინი უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლაში განიცდიან.

შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალებს მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი კურსკში ინტენსიურ შეტევას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობით ახორციელებდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს