გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 15 კგ ხრამულის სახეობის თევზი.

„ფაქტის აღკვეთისას, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა ნიჩბით თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის - უკანონო თევზჭერის გარდა, ძალადობის მუხლითაც დაიწყო.

მდინარე მტკვრის კალაპოტიდან, გასაბერი ნავისა და ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას 2 მოქალაქე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედაც. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 9 კგ-ზე მეტი ხრამულის სახეობის თევზი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე. სამართალდამრღვევს, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 4 კგ თევზი.

ვინაიდან აღნიშნული ფაქტებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან