პრეზიდენტი აქციებზე - ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

საქართველოში მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობაა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს მოითხოვს: ხმის დაბრუნებასა და ახალ არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ძალიან მშვიდობიანი მოძრაობაა, ძალიან მასიური სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომელიც მხოლოდ ორ რამეს მოითხოვს: დამიბრუნეთ ჩემი ხმაო (მოპარული არჩევნების გამო) და დამიბრუნეთ ჩემი მომავალი და ჩემი ევროპული მომავალიო - და ეს ახალი არჩევნების მოთხოვნაა.

ამ გაგებით ეს რევოლუციური მოძრაობა არაა, ვინაიდან არ არსებობს მოთხოვნა თუ ვინ უნდა იქნას გამოგდებული და რომელი ძალიდან. რეალურად ეს არის: „მოდით, არჩევნებს დავუბრუნდეთ თავისუფალ და სამართლიან გარემოში“ და რა არის ქართველი ხალხის სურვილი დღეს, რომელსაც ქუჩაში აჩვენებენ, მაგრამ დემოკრატიულად ვნახოთ ის ბიულეტენში.

და არ არსებობს საქართველოს ორი ნაწილი. იყო მცდელობა შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდიოდით, მაგრამ ორი ნაწილი არ არსებობს. ერთ მხარეს ქართველი ხალხია და ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი მეორე მხარეს, და ესაა სულ. ამის მეტ დემონსტრირებას ახდენს ის, რომ მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო რუსული გზა აირჩია, მაგრამ ახლა უწევს თავის მოჩვენება, რომ ის ოდესმე როგორღაც ევროპას დაუბრუნდება. და რატომ ხდება ეს? ვინაიდან მათი მხარდაჭერების პირველ და ბოლო წრეშიც ხალხს ეს ევროპული გზა სურს, რასაც ადასტურებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ან 90% ისევ და ისევ ამბობდა ყველა გამოკითხვასა და ყველა არჩევნებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.

ასე რომ, თუ “ქართული ოცნების” ლიდერებს სურთ, რომ “ოცნების” რამე ნაწილი დარჩეს, მაშინ უწევთ, რომ როგორმე ეს იმედი შეინარჩუნონ,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან