ხათუნა ლაგაზიძე - დასავლეთმა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს და უკან დასახევი გზა თავად უნდა მოიჭრას - ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომ „ოცნებამ“ ვეღარ თქვას: „გავა დრო და დასავლეთი ურთიერთობებს აღადგენს“

დასავლეთის სახელმწიფოებმა საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს და უკან დასახევი გზა თავად უნდა მოიჭრას - დასავლეთის ქვეყნებმა იმ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს საფუძველი თქვას, თითქოს გავა დრო და დასავლეთის მასთან ურთიერთობებს აღადგენს, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

მან ამ კონტექსტში უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ყველას გვაწუხებს კითხვა, როგორ უნდა განიმუხტოს არსებული პოლიტიკური კრიზისი და როგორ უნდა მივაღწიოთ ახალ არჩევნებს? - ამის ერთადერთი გზა არის დასავლეთის პროცესებში იმდენად ღრმა მონაწილეობა, რომ უკან დასახევი გზა არ ჰქონდეს. თუ “ქართული ოცნების“ მოქმედი თანამდებობის პირების დასანქცირება რეალურად მოხდება, მათ შორის მოხდება მათზე ფინანსური სანქციების დაწესება და იმგვარი სანქციების გამოყენება, როგორიც ბალტიისპირეთის ორმა ქვეყანამ დააწესა, ასეთ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ბრიტანეთი და აშშ-ი პერსონალურად დაასანქცირებენ, ეს ის წითელი ხაზი იქნება, რომელსაც დასავლეთი არალეგიტიმურ ხელისუფლებაში ურთიეთობაში გადაკვეთსს.

დასავლეთი პროცესებში ისე უნდა შემოვიყვანოთ, რომ შემდეგ ის ამ ხაზს მიჰყვეს. თუ მაგალითად, აშშ-ი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი უმაღლესი თანამდებობის პირებს ასანქცირებს, ის ამ კურსს ვეღარ შეცვლის და ვიდრე საქართველოში ახალი არჩევნები არ დაინიშნება, არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მოუწევს. ის საკუთარ დამოკიდებულებას ვეღარ შეცვლის. ბრიტანეთმა არალეგიტიმურ საგარეო საქმეთა მინისტრს არა საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უწოდა. მოკლედ, ეს არის წითელი ხაზი - დასავლეთმა თავად უნდა მოიჭრას უკან დასახევი გზა“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა