სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში გამოსვლისას - საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა

საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გადამწყვეტი მომენტია, რადგან ზოგიერთ დღეს ჩვენ ვგრძნობთ, რომ 1921 წელში ვართ და სცენები მეორდება. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება ის სიმამაცე და მონდომება, რომლითაც დღეს ქართველი ხალხი რეაგირებს იმაზე, რასაც ხედავს, თავისუფლებისა და მომავლის მოტაცებას, გარკვეული გაგებით, დამოუკიდებლობის წართმევას.

უკვე 21 დღეა ხალხი ქუჩებშია. საინტერესო მოძრაობაა, რომელიც თავდაპირველად ღამით დაიწყო. შემდეგ, დღის განმავლობაში საზოგადოების ყველა ფენა გამოვიდა და ახლა მოძრაობა მთელ საზოგადოებას მოიცავს. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ არის მხოლოდ 21 დღე. ეს საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შემდეგ, ეს საპროტესტო აქციები გაიმართა გაზაფხულზე, ეს პროტესტი გაიმართა, როდესაც მეორედ შემოიღეს რუსული კანონი. პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყოველ ჯერზე, როცა ქართველი ხალხი გრძნობდა საფრთხეს მათი თავისუფლების, ევროპულობისა და დამოუკიდებლობის წინაშე.

ვითარება, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია. საქართველოში ხალხი ქუჩებში მასობრივად გამოდის მაშინ, როცა გრძნობს, რომ სასწორზე ეგზისტენციალური საკითხი დევს და დღეს ეს სწორედ ასეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო