ჯანდაცვის სამინისტრო - ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება - ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 130 000 მოქალაქე აიცრა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა.

უწყების ინფორმაციით, აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე - სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.

„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე - სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა