სალომე ზურაბიშვილი - ყველაფერს აკონტროლებს ერთი პარტია და ერთი პირი, რა რჩება ამ კონტროლის გარეთ? - ოპოზიციური მედია, არასამთავრობო სექტორი და მე, რომელიც აქ ვარ და ერთი კვირის შემდეგ აღარ მეყოლება პირადი დაცვა

ამ მომენტში საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია ან ერთი კაცი აკონტროლებს, გარჩევა ძნელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ მომენტში საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია ან ერთი კაცი აკონტროლებს, გარჩევა ძნელია. რაც კონტროლს გარეთ რჩება, არის ოპოზიციური მედია და უნდა აღვნიშნო, რომ სამი მათგანიდან ორი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. ალბათ, ესეც პროვოცირებულია, მაგრამ ამის ახლა დამტკიცება რთულია, თუმცა უცნაურია.

[მეორე] არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის გამო დამოკლეს მახვილის ქვეშ არიან.

[მესამე] პრეზიდენტი, მე აქ ვარ ორი იმპიჩმენტისა და იმ ფაქტის შემდეგ, რომ ერთ კვირაში დაცვა არ დამიცავს, თუმცა არ ვიცი დაცვა ამ ეტაპზე უსაფრთხოებას ნიშნავს თუ არა. ჩემს წინააღმდეგ მცირე ზომის ჯგუფების მიერ სიძულვილისა და ბრალდებების კამპანიაა, რომლებიც არჩევნების შემდეგ ბევრ რამეს მპირდებიან.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოს კონტოლს გარეთ რჩებიან. მათი ბევრი ლიდერი დააკავეს. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ არჩევებამდე ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავდა. ამიტომ, ეს ყველას ეხება. ყველანი ფაშისტები ვართ, ლიბერალური ფაშისტები, ეს ახალი ტერმინოლოგიაა.

ასევე, დამოუკიდებელი რჩება სამოქალაქო საზოგადოება და თქვენ ნახეთ სცენები, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას, დაშინებისა და რეპრესიების როგორი ფორმებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო