სალომე ზურაბიშვილი - არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა

არჩევნებზე ორი ძირითადი პრინციპი დაირღვა - უნივერსალურობა და კონფიდენციალურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არჩევნების დროს 2 ძირითადი პრინციპი დაირღვა, რაც საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ ნებისმიერი შედეგი სრულიად განსხვავებული იქნებოდა. პირველი უნივერსალურობაა, რადგან ჩვენი დიასპორა 1 მილიონზე მეტი ადამიანისგან შედგება და ხმის მიცემა მხოლოდ 34 000-მა შეძლო, მაშინ, როცა დიასპორა მობილიზებული იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ საქმე ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს ეხებოდა. მეორე პრინციპი, რომელიც დაირღვა, კონფიდენციალურობაა, იმ საშუალებით, რომლითაც ელექტრონული სისტემების გამოყენება მოხდა, მათ შორის მოწყობილობების თავზე კამერებით და ასევე, კომისრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა დანიშნა. ეს ყველაფერი მეც და პოლიტიკურმა პარტიებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გავაცანით, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ. იმ იმედით, რომ შეიძლება ზოგიერთ მოსამართლეს გაეგო, რომ შედეგები სრულიად გაყალბდა და კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებისკენ კონსტიტუციური გზა იყო. სამწუხაროდ, ჩვენი იმედი არ გამართლდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო