ევროპარლამენტარები სიტყვით გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ფეხზე წამოუდგნენ, მათი ნაწილს კი ხელში საქართველოს დროშები ეჭირა

ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ტაშით შეხვდნენ.

ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფეხზე წამოუდგნენ, მათი ნაწილს კი ხელში საქართველოს დროშები ეჭირა.

სალომე ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

გამოსვლის დასასრულს კი ევროპარლამენტარებს კიდევ ერთხელ მიმართა.

„ჩვენ ველით ევროპის შემოსვლას ამ პროცესებში, რომ დავიცვათ საქართველო და ევროპული ღირებულებები ერთად“,- განახადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა