ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება - მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, უკადრებელს კადრულობს

სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრიდან აქტუალობას დაკარგავს.

სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება.

სალომე ზურაბიშვილი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს. ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც სალომე ზურაბიშვილს აქვს, პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას და შესაბამისად, აქვს მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერ უკადრებელს. დანარჩენი საინტერესო აღარაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს