სალომე ზურაბიშვილი -კონკრეტული ჯგუფები მპირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ - ჩვენ, ყველას გვეძახიან „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, გვიწოდებენ „ლიბერალურ ფაშისტებს“

ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ სიძულვილის და ბრალდებების კამპანია მცირე ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მპირდებიან ძალიან ცუდ რამეს არჩევნების შემდეგ. პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, მრავალ ლიდერს იჭერენ, უშვებენ ბოლო დღეების განმავლობაში, მაგრამ მთავარი საფრთხე გახლავთ ის, რაც მანამდე გამოცხადდა, არჩევნებამდე, ბატონი ივანიშვილის და მთავრობის მხრიდან, რომ ისინი გააუქმებენ ზოგიერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის „დაშინებასა და რეპრესიებზე“.

„ჩვენ ყველას გვეძახიან „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერებს და ეს ეხება თითქმის ყველას. ჩვენ, ყველას გვიწოდებენ „ლიბერალურ ფაშისტებს“, ეს არის ახალი ტერმინოლოგია და რეალურად, რა რჩება? რჩება სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ვიხილეთ, ის, თუ როგორ ეპყრობიან, რა რეპრესიებს ატარებენ, დაშინების რა მეთოდებს იყენებენ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ამას ემატება ახალი კანონები, მათ შორის ერთი კანონი აძლევს სახელმწიფოს პრევენციული დაპატიმრების უფლებას. საჯარო სამსახურთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულია კანონი, რომელიც ანგრევს და აცამტვერებს იმ სამუშაოს, რომელიც იმისთვის ჩატარდა, რომ მიღებული ყოფილიყო საჯარო სამსახურის ევროპული კანონი. ფაქტობრივად, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი გაათავისუფლონ სამსახურიდან ყოველგვარი დაცვის გარეშე, დააწინაურონ ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე - მაგალითად, დიპლომატები... ეს არავითარ წესში არ ჯდება. საჯარო სამსახურის სრული პოლიტიზაცია იქნება, ეს ამას ნიშნავს. ეს გახლავთ ხალხის დაშინების ინსტრუმენტი, რომელიც ამას საჯარო სამსახურიდან აპროტესტებს, მასობრივად ხელს აწერენ პეტიციებს, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, განათლების სამინისტროში.

სახელმწიფო მოდელის რუსიფიკაციის კიდევ ერთი ფორმა - შემიძლია ამას დავარქვა, ეს არის ტყუილი ყოველდღიური საქმიანობის. ჩვენ ვიხილეთ ტყუილები რუსულ კანონთან დაკავშირებით, როდესაც თვითონ ბატონმა ივანიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს კანონი არ იქნება თავიდან შემოტანილი და ერთი წლის შემდეგ, შემოტანილი იყო თავიდან.

ჩვენ, ასევე ვნახეთ ახალი რამ, თქვენი ქვეყნების ოფიციალური განცხადებები, რომელიც საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დროს გაკეთდა, არ შუქდება სამთავრობო ტელევიზიის მიერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო