ქუთაისის მერია - ინტენსიურად მოსულმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“

18 დეკემბერს, ინტენსიურად მოსულმა ნალექმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ლოკაციაზე, თანმდევი პროცესები გამოიწვია. ძლიერი წვიმის გამო გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა, დაიტბორა საავტომობილო გზები და სასტუმრო „მაგნოლია“.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზიანებულ უბნებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები მუშაობენ.

„სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია გაეცნენ.

შესაბამისი სამსახურები სრულად არიან მობილიზებული, რათა მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, დახმარება აღმოუჩინონ”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს