მამუკა მდინარაძე - სანქციებს არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენზე, არც დამაშინებელი ეფექტი და არც დამაკნინებელი, არც მაშველ რგოლად ადგება ქართულ აგენტურულ ოპოზიციას

ეს ბიუროკრატიული ნაღმი, რომელიც ჩადებულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის მერე, ბუნებრივია, შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ ასევე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. უამრავი მუშაობა იქნება საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ნეგატიურ რელსებზე დგას და ამ მატარებლის შემობრუნება ძალიან რთულია და მარტივი არ იქნება.

„[სანქციებს] არანაირი გავლენა არ აქვს ჩვენზე, არც დამაშინებელი ეფექტი და არც დამაკნინებელი. არც მაშველ რგოლად ადგება ქართულ აგენტურულ ოპოზიციას. ერთადერთი, ისინი ცდილობენ, გააფუჭონ ბოლომდე ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომ მერე ამ ნეგატიური ურთიერთობის რელსებზე მყოფი მატარებლის შემობრუნება იყოს რთული. ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ „კუდის მოქნევა“ საქართველოსთვის და ამერიკისთვის, მათი ურთიერთობებისთვის საუარესოდ. ამას ასწრებენ 20 იანვრამდე როგორც ეს წამოსცდა „ნაცთა“ მოღალატე გახარიას და მთავარ „ნაცს“ მიხეილ სააკაშვილს.

მე რომ ვლაპარაკობ, რაღაც ნეგატიურ რელსებზე დგას ეს ურთიერთობები, ამ მატარებლის შემობრუნება ძალიან რთულია და მარტივი არ იქნება. ეს ბიუროკრატიული ნაღმი, რომელიც ჩადებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში მოქმედი ბიუროკრატების მიერ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მიერ, ტრამპის ინაუგურაციის მერე ბუნებრივია შეიცვლება და ამის მოლოდინი გვაქვს, მაგრამ, ასევე, ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ერთ დღეში შეიცვლება ყველაფერი და აბსოლუტურად ყველაფერი კარგად იქნება. აქაც უამრავი მუშაობა იქნება საჭირო. ერთ დღეში არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამი მთავარი ფაქტორი გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის და ურთიერთობების ნელ-ნელა დასტაბილურების და გაპოზიტიურების იმედს. პირველი - ეს არის ის, რომ ტრამპს და მის მომავალ ადმინისტრაციას გამჭვირვალობაზე იგივე წარმოდგენები აქვთ, რაც ჩვენ. მეორე - ოჯახურ ღირებულებებზე და ლგბტ პროპაგანდის უარყოფაზე იგივე წარმოდგენები აქვს, რაც ჩვენ და მესამე - ომის დამთავრების ინტერესს გამოხატავს ჯერ კიდევ წარსულიდან ბატონი ტრამპი და ამ შემთხვევაში საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი ბუნებრივად ქრება. ეს სამი ინტერესი გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ ყველაფერს სხვას რომ თავი დავანებოთ, როგორც მინიმუმ, ამ სამი მიმართულებით საქართველოს მიმართ წნეხი მოიხსნება. და სულ რომ ყველაფერი იგივე დარჩეს, ეს სამი მთავარი მიმართულებით წნეხის მოხსნა ჩვენთვის დიდი შეღავათია,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე