პრეზიდენტი - კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ღირებულებებს ერთად დავიცავთ

საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე მხარდაჭერა სჭირდებათ. მეორე მხრივ, ჩვენ არა სამხედრო გზით, მაგრამ შიშველი ხელებით სხვაგვარად ვიბრძვით, რასაც ჩვენს მომავალზე ძლიერი გავლენა აქვს. კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ევროპასა და მის ღირებულებებს ერთად დავიცავთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება