სალომე ზურაბიშვილი - ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს - როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს

ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია, ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რასაც რუსეთი ახლა ჩვენთან ცდის, ინტერვენციის გაცილებით იაფ ფორმას წარმოადგენს. ფორმას, რომლითაც ქვეყანაში თავის მარიონეტებს იყენებს, იყენებს ჩვენს საერთო დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს და არჩევნების გზით თავის წესებს აწესებს.

თუ გულწრფელები ვიქნებით, ევროპას გამოწვევისთვის ბოლომდე არ უპასუხია. ბოლო საგარეო საქმეთა საბჭო პირველი ნაბიჯი იყო, მაგრამ ბევრად მეტი შეიძლება და ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან ეს თქვენი თავისუფალი არჩევანია, მაგრამ მაშინ, როცა ქართველები დღე და ღამე იბრძვიან, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. ქართველები მნიშვნელოვან ზომებს ჯერ კიდევ ელიან, როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან. ვიმედოვნებ, უფრო ღრმა კრიზისისთვის ლოდინი არ მოგვიწევს, რათა ევროპამ იმოქმედოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა