სალომე ზურაბიშვილი - დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ

დაკავებულები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეორე მიმართულება, სადაც ევროპას მოქმედება შეუძლია, სამართლიანობაა და ეს არის ის, რასაც ევროპა იცავს. ჩვენ ციხეში მყოფი ასობით დაკავებული, რომელთაგან რამდენიმეს 9 წლამდე სასჯელი ემუქრება, სასწრაფოდ უნდა გავათავისუფლოთ. ასევე, საჭიროა ძალიან დიდი ყურადღებით დაკვირვება. ვიცი, რომ გუშინ რამდენიმე ელჩი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა და მათზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, სასამართლოებში მისვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამასთან, დაკავებულების გათავისუფლებასთან ერთად ის ადამიანები, რომელთა ჩადენილი ქმედებები წამებად იქნა კვალიფიცირებული, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა