სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს კორუმპირებულ ელიტასა და ლიდერებს ქართველებისთვის კორუმპირებული რუსული მმართველობა, საკუთარი თავისთვის კი ევროპა სურთ - ბერკეტები უნდა გამოიყენოთ და გეოპოლიტიკური ევროპა იყოთ!

საქართველოს კორუმპირებულ ელიტასა და ლიდერებს ქართველებისთვის კორუმპირებული რუსული მმართველობა, ხოლო საკუთარი თავისთვის ევროპა სურთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში განაცხადა.

„ახალი არჩევნები ასევე გზაა, რომლითაც ევროპას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერა. გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს ამ მოწოდებას, როგორც ერთ-ერთ წინმიმავალ მშვიდობიან გზას. სხვა გზა არ არსებობს, არანაირი ცვლილებები კანონმდებლობაში, არანაირი “სახის შემანარჩუნებელი” შეთანხმებები.

ვიცით, რომ ამ რუსული მოდელის ხელმძღვანელობას შეუძლია ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა, ორის უკან ან ორი ნაბიჯის უკან გადადგმა და ერთის წინ - არ მახსოვს რა იყო ლენინის ფორმულა, მაგრამ ისინი ამას პრაქტიკაში ატარებენ საკმაოდ წარმატებულად.

ასე რომ, ძალიან მკაფიო და ძალიან პრინციპულები უნდა ვიყოთ, ასეთივე იქნება საქართველოს მოსახლეობა. ან მივდივართ არჩევნებზე ან მივდივართ არ ვიცით სად, მაგრამ რაც ნამდვილად იქნება კრიზისია, რომელთან გამკლავებაც ჩვენ, თქვენ გაცილებით უფრო საზარელ პირობებში მოგვიწევს.

თქვენი ბერკეტები უნდა გამოიყენოთ და გეოპოლიტიკური ევროპა იყოთ. ევროპა საქართველოს უდიდესი დონორია, საქართველოს უდიდესი ბაზარია, საქართველოს უდიდესი დიასპორის სახლია. ევროპამ უნდა იპოვოს სამოქმედო ბერკეტი. თუ ევროპა ვერ შეძლებს 3.7 მილიონიან ქვეყანაზე ბერკეტის გამოყენებას, როგორ შეუძლია 21-ე საუკუნის გიგანტებთან შეჯიბრი?

ევროპას პერსონალური გავლენა აქვს, ის ასევე საყვარელი დანიშნულების ადგილია საქართველოს კორუმპირებული ელიტისთვისა და ლიდერებისთვის. ისინი პოსტ-საბჭოური რუსული მმართველობის იმპორტს ახდენენ საქართველოში, მაგრამ ბედნიერები არიან შეინახონ და დახარჯონ თავიანთი ფული ევროპაში. და მათ ქართველებისთვის კორუმპირებული რუსული მმართველობა, ხოლო საკუთარი თავისთვის ევროპა სურთ“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო