ვლადიმერ ბოჟაძე - ევროპარლამენტში ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა

ევროპარლამენტში ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა - მათ ჰქონდათ სურვილი, რაც მასა შექმნილიყო, თუმცა ვნახეთ, რომ იმ ევროპარლამენტარების მობილიზება მოახერხეს, ვინც ტრადიციულად, საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით გამოირჩევიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას და აქციებისთვის „სიცოცხლის გახანგრძლივებას“.

„ყველამ ძალიან კარგად იცით, რომ პრეზიდენტს სულ 10 სამუშაო დღე აქვს დარჩენილი და ეს ძალიან კარგად იციან ევროპარლამენტარებმაც. იცით, რომ გუშინ მოიხსენიეს როგორც ყოფილი პრეზიდენტი და მერე ჩაასწორეს ტექსტში. აქაც საუბარი იყო, რომ დამატებითი მოტივაცია გასჩენოდათ, რომ მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს ტექსტი ყველამ მოვისმინეთ და რამდენი სიტყვა იყო ამ ვეებერთელა ტექსტში სიმართლე, ჩვენი მოქალაქეები ნახავენ. და მთავარი პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა - მათ ჰქონდათ სურვილი, რაც შეიძლება ბევრი ევროპარლამენტარი დასწრებოდა, რაღაცა მასა შექმნილიყო, თუმცა აქაც ვნახეთ, რომ მოახერხეს იმ ევროპარლამენტარების მობილიზება, ვინც ტრადიციულად გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით, რომელიც არიან არა ქართველი ხალხის და საქართველოს მეგობრები, არამედ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის. ესეც, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ემსახურებოდა“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი