გზების დეპარტამენტი - ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა ჩამოვიდა, ქვისცვენა გრძელდება - შეზღუდულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს